2018 წლის ტრენდები - საქორწილო მოსა...

ქორწილის დაგეგმვის საინტერესო ნაწილია მოსაწვევი ბარათები. ყოველწლიურად იცვლება საქორწინო მოსაწვევების მოდა, შესაბამისად,  არც 2018 წელი არის განსხვავებული. თუ ეძებთ შთაგონებას და იდეებს, მაშინ გთავაზობთ ამ წლის 10 ტრენდს.

1.    აკვარელი
თუ გსურთ თქვენი მოსაწვევი ნაზად და ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, მაშინ აუცილებლად შევარჩიოთ აკვარელი. მისი ფერების სიმსუბუქე რომანტიულ განწყობას სძენს მოსაწვევს.

2.    აკრილი
დიახ, თქვენ ნათლად ხედავთ! ეს გასაოცარი აკრილია. მისი დამზადება შეგვიძლია ძალიან თანამედროვე, ან ტრადიციული სტილით. ყოველთვის ელეგანტური და განსხვავებულია, ნამდვილად ქმნის მშვიდ განწყობას.

3.    სახასიათო
თამამი გადაწყვეტილება შექმნას რომანტიკა! მუქი ფონი და ყვავილების შაბლონები, ფერების ნამდვილი ტონებით. თავდაჯერებულობის ერთგვარი გამოხატულებაა აირჩიო ასეთი ტონი, რაც აუცილებლად კარგი შთაბეჭდილების მოხდენას გულისხმობს.

4.    ბრმა ბეჭდვა 
ბრმა ბეჭდვის პროცესში არ გამოიყენება ფერები. რაიმე სახის ტექსტურა ან თუნდაც ტექსტი ქაღალდზე იტვიფრება. უმეტესად შავსა და თეთრში გადაწყვეტილი ყოველთვის ელეგანტური, სადა და განსაკუთრებულია.

5.    ლაზერით გამოჭრილი 
სასურველი დიზაინის მოსაწვევის ჩასადებს ვერ გამოჭრით მაკრატლით ისე სრულყოფილად, როგორც ამას ლაზერი გააკეთებს, ასე რომ თავს ნუ შეიწუხებთ. ლაზერის სხივი იმდენად  ,,მაგარი’’ მხატვრული სტილით გამოჭრის, რომ საოცარი ნიმუშები გამოვა.

6.    ხელნაწერი
აღარ არის აუცილებელი ხელით დავწეროთ, რომ ასეთი კრეატიული სახე შევძინოთ. და მისი სილამაზეც სწორედ ამაშია. კალიგრაფია მოსაწვევის ტექსტისა, გამოიყურება, ისე როგორც ხელნაწერი. ესაა კომპიუტერის მიერ გაკეთებული არტი, რითაც დროსაც ვზოგავთ და ფულსაც.

7.    მინიმალისტური დიზაინით
მინიმალისტური დიზაინი გულისხმობს მოსაწვევების ისეთ სახეობას, რომლებსაც შემოცლილი აქვს სტრუქტურული დეტალები. ეს შეიძლება იყოს დახვეწილიც, მოდურიც, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მცირე დეტალითაც კი შეგვიძლია ესთეტიური გავლენის მოხდენა, ეს იქნება - ბეჭდები, გვირგვინი თუ სხვა.

8.    ოქროსფერი/ვერცხლისფერი
ოქროსფრად   გაფორმებული მოსაწვევი ბარათები უფრო მეტია ვიდრე ოქროს ბრწყინვალება. ისინი საოცრად კაშკაშებენ. ამ მოსაწვევებს ძალიან მოუხდება პატარძლის გრანდიოზული კაბა. 
ეს ქორწილი უდავოდ სანახაობრივი იქნება! 

9.    გეომერტიული გამოსახულებები, ყვავილები და სიმწვანე
გეომეტრიულ ფიგურებთან შერწყმული ბუნების სილამაზე, 2018 წლის ახალი ტრენდია. ესაა თანამედროვე მინიმალისტური ქორწილისთვის შექმნილი მოსაწვევი ბარათები. მათზე გამოსახული გეომეტრიული ტიპის გრაფიკული ფიგურები, სიმწვანესთან და ყვავილებთან  შერწყმული.

10.    დეკორატიული დეტალები
ასევე 2018 წლის კიდევ ერთი ტენდენციაა მოსაწვევებზე ფერადი ლენტების, ცვილის ბეჭდის, ძვირფასი თვლის ( ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს ) დამატება. მსგავსი დეტალები ხაზს გაუსვამს თქვენს სისადავეს, გემოვნებას და რომანტიკას.

 
 

```