ჩვენ შესახებ

ეს იდეა ნელ-ნელა მომწიფდა და ჩამოყალიბდა - შეგვექმნა პროექტი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას გაახალისებდა და გაალამაზებდა.

ფოტოწიგნები არის შექმნილი ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ და რომლებიც უყვართ.

ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ გაქვთ საშუალება, თქვენივე დიზაინითა და ფოტოებით ააწყოთ როგორც ფოტოწიგნი, ასევე კალენდარი, ფოტო, პოსტერი, სამხატვრო ტილო და დეკორატიული ტილო.

საიტზე მოცემულია კონკრეტული პროდუქტების ზომები, მასალა, ფორმები. შესაძლებლობა გაქვთ, ატვირთოთ ფოტოები როგორც კომპიუტერიდან, ასევე თქვენი ფეისბუქის ან ინსტაგრამის ანგარიშიდან. შეგიძლიათ, თავად დაამუშავოთ ფოტოები ონლაინ-რეჟიმში, მიანიჭოთ ეფექტები და გამოიყენოთ მოცემული შაბლონები. ფოტოწიგნები შეგიძლიათ შექმნათ თქვენი მეგობრებისთვის, შეყვარებულებისთვის, მშობლებისთვის, შვილებისთვის, მეორე ნახევრებისთვის, ადამიანებისთვის რომლებზეც ზრუნავთ და ვისთანაც საუკეთესო მომენტები გაკავშირებთ.

შეგიძლიათ, შექმნათ თქვენი მოგზაურობის ამსახველი ფოტოწიგნი, თქვენი ურთიერთობები, ყოველდღიური ცხოვრება ასახოთ, გამოყოთ თქვენი ცხოვრებისეული ეტაპი და ფურცლებზე გადმოიტანოთ.

შეგიძლიათ, მიუძღვნათ ქორწილში - თქვენს მეორე ნახევარს, ან მეგობარს დაბადების დღეზე, ან სულაც თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს უბრალოდ გაუკეთოთ სიურპრიზი.

ეს საიტი ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ახლის ძიებაში არიან, თუმცა არც წარსული და მოგონებები ავიწყდებათ. საიტის გასაშვებად ბევრი ღამე გავათენეთ, ბევრი წინაღობაც შეგვხვდა, ბევრჯერ ვიფიქრეთ რომ ჯერ მზად არ ვიყავით, საზოგადოებაც არ იყო მზად, ონლაინ-ფოტოები ფოტოწიგნებით შეეცვალა, მაგრამ გადავლახეთ ყველაფერი და ახლა თქვენ წინაშე ვართ. მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენი საიტი მოქნილი, მოსახერხებელი და განსხვავებული ყოფილიყო.

ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანის მოგონება ინდივიდუალური, ემოციურია და რეალურია - ამიტომ, გაძლევთ შესაძლებლობას, დატკბეთ ამ ყველაფრით და წარსულის გახსენებით მომავალი გაიხალისოთ.

მომავალ ბედნიერ მომენტამდე,

ფოტოწიგნების ადმინისტრაცია

```