5 მიზეზი იმისა რომ ბიზნეს ბარათები ...

ყველაფერი, რასაც დღეს ბიზნესში ვაკეთებთ არის ციფრული - მეილების გაგზავნა, კონტრაქტებზე ხელმოწერა, შეხვედრებზე დასწრება და ა.შ. სავიზიტო ბარათი არის ერთადერთი შეუცვლელი ნივთი, ნებისმიერ დროს. 
აქ არის ხუთი მიზეზი, რატომ არის ,,ძველი სკოლის’’ ბიზნეს ბარათები ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი და რატომ იქნებოდა კარგი, მათი  მუდმივად ჯიბით ტარება.

1.    საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა ციფრულად არ არის მიზანშეწონილი
     ქსელში ჩართულია კავშირები. საკონტაქტო ინფორმაციის გაგზავნა ტექსტური შეტყობინებით ან მეილის საშუალებით მოსახერხებელია, მაგრამ ეს სულაც არ უსვამს ხაზს ჩვენს პიროვნულობას. 
  ტელეფონის ჯიხურში ინფორმაციის გადაცემით  ვერ იქმნება  რაიმე მნიშვნელოვანი, რაც დაამახსოვრრება პოტენციურ მომხმარებელს. პირდაპირი გასაუბრების დროს თქვენ შეგიძლიათ მარტივად მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი სავიზიტო ბარათის  საშუალებით.

2.    ბარათი ყველაზე ეფექტური მარკეტინგული იარაღია

     როგორც ელექტრონული მარკეტინგის, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, მატერიალური ხარჯის გაწევის გარეშე ხელს უწყობს ინფორმაციის გაცემა-მიღებას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი არ არიან ისეთივე ეფექტურები, როგორც დახურული, პირადი ბიზნეს შეხვედრები, ხელის ჩამორთმევით და სავიზიტო ბარათების გაცვლით. 

     ნებისმიერ დროს შესაძლებელია შეხვდეთ პოტენციურ უფროსებს, ეს იქნება კონფერენციებზე, აეროპორტში თუ კაფეში, ყოველთვის შეიარაღებულები იყავით სავიზიტო ბარათებით, რომ არ გაუშვათ ხელიდან შანსი, ღირებული, საქმიანი კავშირის დამყარებისა. 

3.    პირველ შთაბეჭდილებას თქვენი პროდუქტის შესახებ ბიზნეს-სავიზიტო ბარათი განსაზღვრავს

     როდესაც ვხვდებით დიდი პოტენციის მქონე ადამიანს, რომელსაც შესაძლოა პერსპექტიული ან სარფიანი კავშირები ჰქონდეს, ალბათ გსურთ მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ? სამახსოვრო ბიზნეს ბარათი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ელ-ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი. 

     თქვენი მიზანია შექმნათ ისეთი სამახსოვრო ბარათი, რომელიც დიდხანს დარჩებათ მეხსირებაში. მაგალითად, კარგია თუ ეს იქნება მეტალის ბიზნეს ბარათი. ის თქვენს მაგივრად ,,ისაუბრებს’’.

4.    შექმენით ბიზნეს-სავიზიტო ბარათი გასაზიარებლად - გააგრძელეთ მარკეტინგული სვლები

     ბიზნეს-სავიზიტო ბარათი არის ფიზიკური საგანი, რომელიც პოტენციურ პერსპექტივას იძლევა  სავარაუდო დამსაქმებელსა თუ თქვენი ბრენდის მომხმარებელთან. ფაქტობრივად, გამოდის, რომ თქვენი ბრენდი რჩება მათთან (ბარათის სახით).

     თუ თქვენ ბიზნეს გარიგებაზე გაცვლით ელ- ფოსტას, ან მობილურის ნომერს  და შემდეგ შეიცვლით მათ, ჩათვალეთ ამით ყველაფერი დამთავრებულია. თუ გაქვთ სავიზიტო ბარათი, რომელიც თქვენს პიროვნულობას უსვამს ხაზს, ის თქვენს ბრენდს დამატებით პერსპექტივებს დაუსახავს.

5.    ბიზნეს სავიზიტო ბარათები თქვენს მზადყოფნაზე მიანიშნებს

     ოდესმე ვინმეს თუ დაუწერია ხელსახოცზე საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც შემდეგ დაგვიწყებია, ან მობილურ ტელეფონს თუ დაუჯდა ბატარეა? ეს ნამდვილად არ არის საქმის მიმართ პროფესიონალური მიდგომა. 

     თუ შეხვდებით ორ პიროვნებას, რომელთაგანაც ერთი კალამს ამოიღებს და ფურცელზე დაგიწერთ საკონტაქტო ინფორმაციას, ხოლო მეორე სავიზიტო ბარათს გადმოგცემთ, რომელს აირჩევდით ბიზნეს პარტნიორად? პასუხი მარტივია.


ნუ შეშინდებით. კარგის ნიშანია თუ მოლაპარაკა ასე სრულდება: ,, ნება მომეცით, ჩემი სავიზიტო ბარათი გადმოგცეთ’’.

```