კონკურსი "მე მიყვარს დედა"

“Photobooks.ge” -მ დედის დღესთან დაკავშირებით , ჩაატარა ფოტო-კონკურსი „მე მიყვარს დედა“ ყველაზე ლამაზი და მოსიყვარულე დედა-შვილის გამოსავლენად. კონკურსის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ფოტოების გამოგზავნას. მონაწილეებს მიეცათ საშუალება, გამოეგზავნათ სასურველი ფოტო, რომელზეც აუცილებლად ასახული უნდა ყოფილიყო დედა-შვილი. 23 თებერვალს დასრულდა ფოტოების მიღება და კონკურსანტების რაოდენობამ 88 ადამიანს მიღწია. კონკურსის წესების გათვალისწინებით, უნდა გამოვლენილიყო 1 გამარჯვებული სოციალურ ქსელში დაგროვილი მოწონებების მიხედვით, თუმცა მონაწილეების რაოდენობამ მოსალოდნელს ნამდვილად გადააჭარბა, ამიტომ გამოვლინდა მეორე გამარჯვებულიც, რომელიც დასაჩუქრდა იმავე პრიზით.

კონკურსის მეორე ეტაპი ითვალისწინებდა მოწონებების შეგროვებას 3 მარტის ჩათვლით. ჩვენმა პირველმა გამარჯვებულმა, მარიამო გლოველმა 2200 ლაიქი შეაგროვა

მარიამი და ელენიკო

მეორე გამარჯვებული გამოვლინდა ჟიურის სიმპათიით, ნინო წიკლაური.

ნიკა, ნინო და ტასო

Photobooks.ge-მ არცერთი მონაწილე უსაჩუქროდ არ დატოვა, ყველა კონკურსანტს გადაეცა 30%-იანი ფასდაკლება ჩვენს ნებისმიერ პროდუქციაზე, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ მათთვის სასურველი ზომისა და ფორმის ფოტოწიგნები.

ჩვენი საიტი სამომავლოდ არაერთ კონკურსსა და აქციას შესთავაზებს მომხმარებელს.

დიდი მადლობა კონკურსის „მე მიყვარს დედა“ ყველა მონაწილეს.

```