ლამინაცია - მატი თუ პრიალა?

მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ქაღალდზე თუ პლასტმასზე დაბეჭდილი ფოტო, ყველაზე ხშირად მაინც ამ კითხვას სვამენ: როგორი ლამინაცია სჯობს, პრიალა თუ გლუვი (იგივე მატი) ?  ვინც რა უნდა გირჩიოთ, ეს ძალიან სუბიექტურია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არჩევანის გაკეთება, მხატვრული მოსაზრების საკითხიც შეიძლება იყოს, მაინც განვიხილოთ რამდენიმე გასხვავებული თვისება. მაგალითად, თუ პლასტმასის ჭიქაზე დაპრინტული მატი ფოტო უკეთესია, ქაღალდზე შესაძლოა პირიქით იყოს.


პრიალა ფოტოს ლამინაცია
პრიალა ფოტოები ზუსტად იმ მოქმედებას ასრულებენ, რაც მათ სახელს გულისხმობს - ისინი ფოტოსურათებს  პრიალა ზედაპირს სძენენ და  ლამაზ ბრწყინვალებას ანიჭებენ. დამატებითი საფარის გარდა, პრიალა ფოტოსურათის ქაღალდი და თვითონ ზედაპირი, ფაქტობრივად ისეთი მასალისგან შედგება, როგორიც გლუვი გამოსახულება. ეს ექსტრა მბზინავი ფენის ტენდენცია გამოსახულებას აძლევს შესამჩნევ ცვლილებას - მკვეთრ ფერებს. რაც თავისთავად ვიზუალურად მშვენიერი შესახედია.
რაც შეეხება მის უარყოფით თვისებებს -  პრიალა ზედაპირი ქმნის სიკაშკაშეს და სინათლეზე ირეკლება, შესაბამისად გამოსახულება კარგად არ ჩანს. პრიალა ფოტოს ზედაპირს შეხებისას ადვილად ეტყობა თითის ანაბეჭდები. 
დასკვნა: პრიალა ფოტოები კარგია ფერადი კადრებით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვალს არ გვჭრის ან ანაბეჭდს არ ტოვებს.

მატი ფოტოს ლამინაცია
მატ ფოტოსურათებს არ აქვთ ისეთივე ფერები, როგორც პრიალა სურათებს. გლუვი ზედაპირის მიუხედავად, თუკი ფოტო სწორად იქნება გადაღებული და დაბეჭდილი, კარგი ფერების მიღება შესაძლებელია. მატი ფოტოების ტენდენცია უკეთესია უფრო სუსტი ფერების და მონოქრომული კადრებისთვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ფილმის იმიტაციის ეფექტის მიღებას ვცდილობთ.სადაც ფოტოზე პრიალა ლამინაციის ტენდენცია ფერზე აკეთებს აქცენტს, გლუვი პრინტი - თვითონ ფოტოზე აღბეჭდილი გამოსახულების შინაარსზე.
დამატებითი პრიალა შრის გარეშე მატი ფოტო არ არის ისეთივე კაშკაშა, ამიტომ ნაკლებად მგრძნობიარედ აღიქმის. ზოგადად, ფოტოგრაფები უფრო ხშირად ირჩევენ მატ ფოტოსურათებს, მასზე შეხებისას ანაბეჭდებიც დატოვების და ანარეკლის დაბალი ალბათობის გამო.


დასკვნა: ფოტოსურათის შინაარსიდან გამომდინარე ვირჩევთ, როგორი ზედაპირის ფოტოს მიღება გვირჩევნია.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტოსურათების ლამინაციის სახეობების არჩევისას, არ არსებობს, სწორი ან არასწორი პასუხი, მთავარია შედეგით ჩვენ დავრჩეთ კმაყოფილი.

```