ფოტოწიგნის შექმნის ისტორია

სად, როდის, როგორ

პირველი ფოტოწიგნის („ბუნების ფანქარი“) დაბეჭდვის მცდელობა განახორციელა უილიამ ჰენრი ფოქს ტალბოტმა 1844-1846 წლებში, მან გამოიგონა ახალი ფოტოგრაფიული მუშაობის პროცესი, სახელწოდებით - „Calotype“. რომელიც ითვალისწინებდა კომერციულ და რეპროდუქციულ ფოტოების ბეჭდვას წიგნში. კომერციულად მას დიდი წარმატება მოუტანა „ბუნების ფანქარმა“, იგი დაიბეჭდა 6 ტირაჟად, მაგრამ სპონსორებთან უთანხმოების შედეგად მოეხსნა დაფინანსება და ჩაიშალა მისი შემდგომი პროექტები.

1874 წელს, ჯულია მარგარეტ კამერონმა გამოსცა პირველი ფოტოწიგნი ლიტერატურული ილუსტრაციებით, რომელიც შეიცავდა ხეზე გრავირებულ გვერდებსაც, ეს იყო ლორდ ტენისონის ნაწარმოები „Idylls of the King“ , კამერონს ჰქონდა საკუთარი გამომცემლობა ამიტომ ეს ძვირადღირებული ვერსია ორიგინალისა გამოიცა ამავე წლის დეკემბერში.

 

ფოტოწიგნები წარმოებაში

1920 წელს იაპონიაში ფოტოწიგნის მწარმოებელი ფოტოგრაფი გახლდათ, შინზო ფუკუჰარა. ომის შემდგომ წლებში მან გამოსცა დაბალ ფასიანი ფოტოწიგნების მრავალი ტომი, როგორიცაა „ივანამი შაშინის ბუნკოს ჟურნალი“. 1950 წლისთვის თითქმის ყველა იაპონელი ფოტოგრაფი ბეჭდავდა ფოტოწიგნს და აქვეყნებდა მას, როგორც ხელოვნების ნიმუშს.

დღესდღეისობით იაპონიის ყველა მაღაზიაში შეგხვდებათ ფოტოწიგნი, რომელშიც შეყვანილია ცნობილი და პოპულარული ადამიანების ფოტოები. იაპონურად შაშინშუ (写真集) ფოტოწიგნს ნიშნავს.

პირველი სადავო თემა ფოტოწიგნებთან დაკავშირებით გახდა ის, რომ 1943-1953 წლებში, ბრიტანელი ფოტოგრაფის ანა ატკინსის მიერ გამოიცა სამეცნიერო ფოტოწიგნი. ანა ატკინსის ნაშრომში მეცნიერებმა შეიტანეს ზღვის ქვეშ არსებული სამყაროს ისტორია ფოტოებით, ფოტოწიგნის შიგთავსი იმდენად მგრძნობიარე ქაღალდისგან შეიქმნა, რომ სინათლეზეც რეაგირებდა, ამიტომ ამ ნაშრომს უწოდეს „შთაბეჭდილება“ ("impression").

ძველებური ფოტოწიგნები

ადრეულ წლებში შექმნილი ფოტოწიგნები ძველებურად გამოიყურება მისი შიგთავსის და ძველი ფოტოების გამო, ძველებური ფოტოწიგნები ძირითადად იბეჭდებოდა წერილის ფურცლის მასალაზე, თუ მომხმარებელი მოითხოვდა წარწერის გაკეთებას, უკეთდებოდა სტანდარტული წარწერა პატარა ასოებით, იმ დროს არ არსებობდა განსხვავებული ფონტი, მაღალი ხარისხის ციფრული ბეჭდვა, განსხვავებული დიზაინი, აქედან გამომდინარე ძველებური ფოტოწიგნები განსხვავდებოდა ფორმის მიხედვით.

1998 წელს ჰენრი ბონდმა პირველად შექმნა ფოტოწიგნის მაგარი ყდა, ეს მომხმარებლისთვის, იმდენად პოპულარული და მოსაწონი გახდა, რომ ფოტოწიგნების მყარი ყდით დაბეჭდვა დაიწყეს.

ერთერთ ქუჩას ჰენრი ბონდი საპატივსაცემოდ „ჰ.ბონდის ქუჩა“ დაარქვეს.

 

ფოტოწიგნები დღეს

დღეს, ფოტოწიგნის შექმნა პრობლემას აღარ წარმოადგენს, შეგიძლიათ ააწყოთ ფოტოწიგნი ლამაზი დიზაინით, სხვადასხვანაირი ფონტით და სხვადასხვანაირი ზომის, რბილი თუ მყარი მუყაოს ყდით, სურვილისამებრ შეგიძლიათ პანორამულად განათავსოთ ფოტოები ან საერთოდაც რამოდენიმე ფოტო ჩასვათ გვერდზე, ასევე არსებობს ონლაინ პლატფორმა (photobooks.ge), სადაც მომხმარებელს შეუძლია დაამუშაოს საკუთარი ფოტოები, შექმნას ფოტოწიგნი და შეუკვეთოს ონლაინ.

 

 

```