ფოტოების ბეჭდვა ისევ ტენდენციური ხდ...

ჩვენ როგორც თანამედროვე საზოგადოება, ახლა უფრო მეტ ფოტოს ვიღებთ, ვიდრე ოდესმე. მათი მთლიანი დათვლა და კონკრეტული რიცხვის დასახელება ძალიან რთულია. 2017  წლის მონაცემებით, სმარტფონებით ,,შეიარაღებულმა’’  მილიარდმა ადამიანმა, დაახლოებით, 1.2 ტრილიონი ფოტო გადაიღო. ბევრი მათგანი სოციალურ ქსელებში აიტვირთა,  მაგრამ უფრო მეტი - საერთოდ დაივიწყეს. რამდენიმე კარგი სელფის გადაღება მაგალითად, პარასკევს გვიან ღამით ჩვეულებრივი მოვლენაა. ფიზიკურ სამყაროში ფოტოსურათების გადმოტანა, იქნება ეს ფურცელზე, კანვასზე, ხეზე თუ ლითონზე - დაბეჭდვის მეშვეობით ხდება.
ფოტოსურათების გადაღების  მიზეზები რაციონალურია და პროგრესს არ ეწინააღმდეგება. თუმცა არც ბეჭვდითი ღირებულებების დაიგნორება შეიძლება. ფოტოებს, რომლებსაც ჩვენ დასაბეჭდად ვირჩევთ, საუკეთესო მოპყრობას იმსახურებენ. გულახდილად რომ ვთქვათ, არასდროს ყოფილა ბეჭვდისთვის იმაზე კარგი დრო, ვიდრე ახლაა, ორივე ტექნოლოგიური მიღწევის წყალობით - ციფრული კამერები და ჭავლური პრინტერები. თუ ჯერ კიდევ არ გიცდიათ თქვენი ხელით ფოტოს დაბეჭდვა, დროა სცადოთ, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა, პროფესიონალი ფოტოგრაფი.


ბეჭდვა არაა მივიწყებული - ის არადროს ყოფილა ასეთი აქტუალური
ბეჭდვა ,,მოკვდა’’ ან თუნდაც ,,კვდება’’ , არა? სინამდვილეში ეს მხოლოდ გარკვეული ტიპის ბეჭდვას ეხება, მაგრამ ეს არაა ტრაგედია. ბეჭდვა ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც ჩვენ ვნახულობთ ფოტოებს (მოკლე სლაიდის გადაღებით და პროექტორის გამოყენებით). ფოტოების ბეჭდვის ტენდენცია რომანტიკულიც კია, თუმცა ბევრი ფოტო კვლავ დაკარგული გვაქვს, ან დავიწყებული (ზოგიერთი მათგანი თავიდანაც ვიპოვეთ). მათგან საუკეთესოებს ფოტოალბომში ვინახავთ, ზოგს ფეხსაცმლის ყუთებში და მტვერი ედებათ, მანამდე, სანამ სხვაგან გადაბარგება არ მოგვიხდება. კოდაკის განცხადებით 2000 წელს 80 მილიარდი ფოტოსურათი იქნა გადაღებული. 
მიუხედავად გადაღებული ფოტოების ასეთი დიდი ციფრებისა, გასაკვირი არ იქნება, რომ უფრო ნაკლები დაიბეჭდა. თითოეული ფოტოს დაბეჭდვა გარკვეული თანხა ღირს, და რა თქმა უნდა ადამიანები 1.3 ტრილიონ ფოტოს არ დაბეჭდავდნენ. გარდა ისეთი შინაარსის ფოტოსურათებისა, რაც განსაკუთრებულ დღეებს ან ადგილებს უკავშირდება. ამიტომ ყოველი გადაღებული ფოტოს დაბეჭდვაზე ხალხი ცდილობს ფული არ დახარჯოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელექტრონულულად გაზიარება უფრო მოსახერხებელია.
მაგრამ საზოგადოებაში  ჯერ კიდევ უყვართ ბეჭდვა. ის ,,ცოცხალია’’ და უფრო მეტიც, ბოლო წლების განმავლობაში, ფოტოგრაფიას უზარმაზარი რესურსი აქვს. Polaroid Originals - მა ააშენა უდიდესი ბრენდული იმპერია, გასულ საკურორტო სეზონზე კი, Fujifilm Instax - ის კამერები კი, Amazon -ის სტატისტიკის მიხედვით,  ყველაზე გაყიდვად ათ ფოტოგრაფიულ პროდუქტში მეექვსე ადგილზე გავიდა.


ციფრული და ბეჭდვითი ტექნოლოგიები არ არიან მტრები
ციფრული ტენდენციების მიხედვით, Keypoint Intelligence - ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 4 x 6 ინჩის ზომის ფოტოების დაბეჭდვის რაოდენობა რამდენიმე მილიარდით შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ბეჭდური მედიის შემცირებას განიცდის, 99U - ს მიხედვით 2008 წლიდან,  ჟურნალების წარმოების რაოდენობა მუდმივი რჩება. ამის მიზეზი მარტივია, ნებისმიერი პუბლიკაციის მიმოქცევა შესაძლოა რაოდენობით ცოტა შემცირებულია, მაგრამ თითოეული მათგანი უფრო მაღალი ხარისხისაა და უფრო მიზანმიმართულია. დიზაინით დაწყებული ფოტოსურათებით დამთავრებული ყველაფერი გაუმჯობესებულია.
მოდით ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა მოგვცა მაღალი ხარისხის ნამუშევრების წარმოების საშუალება. დღესდღეობით, ბეჭდვისთვის  ჩვენ გვაქვს უკეთესი იარაღები, ვიდრე ოდესმე.  600 $ ღირებულების ჭავლური პრინტერის საშუალებით შეგიძლია  13x19 ზომის ფოტოს შექმნა, რომელიც ხარისხით კონკურენციას გაუწევს პროფესიულ ლაბორატორიებში დამზადებულს.


ასე რომ გადაიღეთ ტრილიონობით ფოტო. დაივიწყეთ მილიარდობით მათგანი, დაბეჭდეთ მხოლოდ ერთი, ოღონდ სწორად. 
ატვირთეთ, გააზიარეთ, აჩვენეთ!


 

```