რა ტიპის ფოტოწიგნები არსებობს

როგორც ასეთი ცხოვრებაში ყველაფერი ხარისხსა და ფასზე არის დამოკიდებული, ასე რომ ეს ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ სწორად შეარჩიოთ პროდუქცია.

ფოტოწიგნების რამოდენიმე კატეგორია არსებობს:

  • რბილი ყდით (Soft Cover) - საფარი შედგება დაბეჭდილი ქაღალდისგან, წიგნის გვერდები შედგება დაბეჭდილი რეგულარული ქაღალდისგან და იკინძება სტეპლერის საკინძი მასალით;
  • მყარი ყდით ( Hard Cover)- მყარი საფარი რომელზეც სურვილისამებრ შესაძლოა დაიბეჭდოს ფოტო, წიგნის გვერდები დაბეჭდილია რეგულარული ქაღალდით, და აკინძულია ძაფით, ე.წ. შეკერვის მეთოდით;
  • მყარი შიგთავსით- საქორწილო ფოტოწიგნები იკვრება განსხვავებული ტექნოლოგიით ვიდრე უბრალო წიგნები, რომელიც შედგება ქაღალდის ჩხირებისგან. ეს ქაღალდი იდეალურია პანორამული ფოტოების დასაბეჭდად, თქვენ შეგიძლიათ, განათავსოთ ფოტოები მთლიან გვერდზე ან ორივე გვერდზე, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა კომპანია მუშაობს ამ ძვირადღირებულ მასალაზე, მაგრამ პროფესიონალური საქორწილო ფოტოწიგნისთვის ზუსტად ეს არის იდეალური.

*ფოტოწიგნი მყარი ყდით და მყარი შიგთავსით - სურათების ბეჭდვა მთლიან გვერდებზე

მყარი ყდით და რბილი შიგთავსით -თითო ფოტო თითო გვერდზე

ეს სურათები მყარად არის დამაგრებული ალბომში ასე, რომ ტრადიციული ფოტოალბომისგან განსხვავებით არ არსებობს იმის საშიშროება, რომ დავკარგავთ სურათებს.

იმის მიუხედავად, რომ ფოტოწიგნების შექმნა არის ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი, მას აქვს სხვადასხვა განშტოებები. მომხმარებელს შეუძლია დაბეჭდოს ჟურნალის სახით ან წიგნის სახით, ავტომატურად და პროფესიონალურად სვამს შესაბამის კონტრასტს და ფერებს, სიღრმისეულად ისწავლის ფოტოგამოსახულებას და აძლიერებს ეფექტის ხარისხს. ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში, სანამ დაიბეჭდება პროდუქცია, გადის ლაბორატორიულ და ფოტოგრაფიულ შემოწმებას.

ქორწილის დღე იმდენად აღსანიშნავი მომენტია რომ ყველა პატარძალს სურს შეინახოვს მუდმივი მოგონებები ფოტოების სახით, ფოტოწიგნები კი სპეციალურად ამისთვის არის განკუთვნილი, პროდუქციის გამძლეობა და ორიგინალური დიზაინი ყოველთვის იარსებებს რა დროც არ უნდა გავიდეს. წლების მანძილზე იგი გადაეცემა თაობიდან თაობას სწორედ ისეთ მდგომარეობაში, როგორიც შექმნის პირველ დღეს იყო, მისი გამძლეობა დამოკიდებულია მაღალი ხარისხის მასალაზე.

```