როგორ შევარჩიოთ კანვასის ზომა?
როდესაც გვსურს, შევცვალოთ ინტერიერის დიზაინი, მაგალითად, გავაფორმოთ კედლები ფოტოებით, პოსტერებით, კანვასით, ვიწყებთ შესაბამისი ზომის შერჩევას. ზუსტი ზომის კანვასი სრულყოფილს გახდის კედლებს, მცდარ ზომას კი შეუძლია ძალიან ლამაზი სურათიც კი არამიმზიდველი გახადოს. პროდუქტის შეძენამდე აუცილებელია, წინასწარ ვიცოდეთ, რა ზომის კანვასი დაგვჭირდება - არ იყოს ძალიან დიდი, ან პატარა, ფართო ან მაღალი. ამიტომ, შევეცდებით დაგეხმაროთ ზომების გარკვევაში.
ქვემოთ ჩამოთვლილია 9 ყველაზე პოპულარული კანვასის ზომა
30x20 სმ
30 x 20 სმ ზომის კანვასს ყველაზე ხშირად ირჩევენ პატარა მაგიდის ან წიგნების კარადის აქსესუარად. მისი ზომა მრავალმხრივი გამოყენების შესალებლობას იძლევა სხვადასხვა საილუსტრაციო მასალებში. შეგვიძლია, მასზე დავიტანოთ საოჯახო ფოტო ან ნებისმიერი ჩვენთვის სასურველი სურათი.
სასურველია გამოვიყენოთ: მაგიდებისთვის, წიგნების კარადებისთვის, პატარა ჰოლებისთვის.
30x40 სმ
შემდეგი ყველაზე გამოყენებადი ზომაა 30 x 40 სმ, რაც შეიძლება იყოს ნებისმიერი სურათი, ან რომელიმე მხატვრის შედევრი, რომლის შეხედვაც სიმშვიდეს მოგგვრით. ამ ზომის კანვასზე ასევე თავისუფლადაა შესაძლებელი ფოტოკოლაჟის განთავსებაც - ძალიან მარტივად აეწყობა 7,5 x 10 სმ ზომის ოთხი ფოტო.
გამოყენებადია: მცირე ზომის ფოტოკოლაჟისთვის, სასტუმრო ოთახისთვის, სამზარეულოსთვის.
30x30 სმ
30 x 30 სმ ზომა მისაღებია მცირე ზომის კედლების ვიზუალურად გაზრდისთვის. ეს ზომა იდეალურია, როგორც ერთი დიდი ფოტოსთვის, ასევე ფოტოკოლაჟისთვის.
სასურველია: მისაღები ოთახისთვის, სააბაზანოსთვის
60x40 სმ
60x40 სმ ზომა კიდევ უფრო ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს. ეს ზომა შეგვიძლია მოვარგოთ ჩვენი სახლის განსაკუთრებულ ადგილებს, მაგალითად სამზარეულოს, ან საწოლის უკანა კედელს. კანვასზე შეგვიძლია გამოვსახოთ, რომელიმე ქალაქის პეიზაჟი ან საოჯახო პორტრეტიც კი.
სასურველია: ბუხრის თავზე, სამზარეულოში, გრძელ ჰოლში
40x40 სმ
40x40 სმ ზომის კანვასს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ უნიკალური. ეს ზომა იძლევა იმის საშუალებას, რომ თამამად შევქმნათ ფოტოკოლაჟი ან სახალისო გამონათქვამების კომბინაცია.
იდეალურია: მისაღები, სასადილო და სასტუმრო ოთახებისთვის
50x40 სმ
50x40 სმ ზომა მცირედით აღემატება 40x40 სმ, ის საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ისეთი მასშტაბის ფოტოები, როგორიცაა ქორწილის, მაღალი შენობების ან ექსპანსიური ლანდშაფტების. შეგვიძლია მოვათავსოთ მაგიდის თავზე, ან კარის გვერდით.
იდეალურია: ოფისისთვის, სათამაშო და მისაღები ოთახებისთვის.
100x60 სმ
60x40 სმ მსგავსად, 100x60 სმ ზომა კანვასიც კარგია დიდი დარბაზებისთვის, გასართობი ცენტრებისთვის. ხშირად გამოიყენება ინსპირაციული ფრაზებისთვის, გამორჩეული მოგზაურობისთვის.
იდეალურია: ჰოლებისთვის, მისაღები და საძინებელი ოთახებისთვის
50x70 სმ
ეს მაღალი კანვასი იდეალურია ნებისმიერი ოთახისთვის და თანაც, მისი შეხედვისას დიდხანს გაგყვებათ წარუშლელი შთაბეჭდილებები. მისი განთავსება შესაძლებელია სავარძლის თავზე.
იდეალურია: სასწავლო, მისაღები და საძინებელი ოთახისთვის
90x60 სმ
მზად ხართ სტუმრების გასაოცებლად? ეს დიდი 90x60 ზომის კანვასი ნებისმიერ ოთახს დაამშვენებს, თუმცა საუკეთესო ვარიანტია მხოლოდ ამ ზომაზე ერთი ფოტოს განთავსება ოთახში.
იდეალურია: ოფისისთვის, მისაღები და საძინებელი ოთახებისთვის
თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, რომელი კანვასი შეეფერება თქვენს ოთახს ან კიდევ ყოყმანობთ ზუსტი ზომის დადგენაში, გთავაზობთ გაიაროთ რამდენიმე ნაბიჯი:
1) განსაზღვრეთ ოთახი და კონკრეტული კედელი, სადაც გსურთ კანვასის განთავსება
2) მონიშნეთ კონკრეტული ადგილი
3) ადგილის მიხედვით განსაზღვრეთ კანვასის სასურველი ფორმა (ჰორიზონტალური, ვერტიკალური თუ კვადრატული)