სტიკერების გამოყენების გზები
სტიკერების გამოყენების კრეატიული გზები
როცა საქმე თქვენი ბრენდის პოპულარიზაციას ეხება, არაფერია იმაზე ამაღელვებელი, ვიდრე ხედავდე ადამიანებს თქვენი კომპანიის ბრენდის მაისურით. სანამ თქვენ ამ შედეგს მიაღწევთ აუცილებელია თავი არ დაზოგოთ - რაც გულისხმობს, რომ თქვენ კი არ უნდა შეამციროთ არსებული აუდიტორიის ან კონკრეტული მომხმარებლის მიმართ ლოიალურობა, პირიქით, თქვენ უნდა გახდეთ უფრო მეტად შემოქმედებითი.
ინტერნეტის გამოყენებით გლობალურ აუდიტორიასთან დაკავშირება არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი, რაც ასევე მინიმუმადე ამცირებს რეკლამის ხარჯებს. ერთი ასეთი სარეკლამო ხერხია სტიკერების გამოყენება.
თქვენ იკითხავთ - რატომ სტიკერები? პასუხი მარტივია: ისინი იაფი და ხელმისაწვდომია. მათი გამოყენება შესაძლებელია, როგორც გასართობად, ასევე ბიზნესის პოპულარიზაციისთვის. ალბათ, ამ დრომდე, მათ სარგებლიანობაზე არასდროს გიფიქრიათ.
დღესდღეობით სტიკერების გამოყენება, მასალის გავრცელების შესანიშნავი ხერხია. ჩვენ შემოგთავაზებთ სტიკერების გამოყენების ხუთ სხვადასხვა გზას თქვენი მარკეტინგის და ბრენდირებისთვის.
სტიკერები - ბრენდული მარკეტინგის საუკეთესო მეგობარი
როცა საქმე ბიზნესის დაწყებას , ან სარეკლამო მასალების შექმნას ეხება, ინტერნეტმა ეს პროცესი ბევრად უფრო ადვილი და ეფექტური გახადა. წარსულში სასურველი მასალის მისაღებად იძულებული ვიყავით მოგვეძებნა დიზაინერი და მბეჭდავი, რაც დამეთანხმებით, წარმოუდგენელ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
გავეცნოთ სტიკერების გამოყენების რამდენიმე კრეატიულ გზას:
სავიზიტო ბიზნეს ბარათზე დაკრული სტიკერები
სხვებისგან გამორჩეული კარგი ბიზნეს-სავიზიტო ბარათი ყველას უყვარს, თუმცა, მისი დაკარგის ალბათობა დიდია. რას იტყვით, თუ თქვენს ბარათზე თანდართული იქნება წებოვანი სტიკერი? მომხმარებელს მისი მიწებება შეუძლია ნებიემიერ ნივთზე, ეს იქნება ლეპტოპი, მანქანა, მაცივარი თუ სხვა. მოცემული ხერხი არაჩვეულებრივი საშუალებაა, ყოველდღიურად შევახსენოთ თავი, როგორც უკვე არსებულ კლიენტს, ასევე პოტენციურსაც. ბუნებრივია, ამით დავზოგავთ დროსაც და ფულსაც.
ეტიკეტები პროდუქტებზე, მართლაც ,,მაგარი’’ სტიკერები
როცა ნებისმიერი პროდუქციის (საჭმლის, სასმლის და სხვ.) ეტიკეტს ხედავთ, ალბათ ფიქრობთ, რომ ეს წარმოების პროცესის ნაწილია. თუმცა, მცირე და დამოუკიდებელი ბრენდებისთვის - პროდუქციის ეტიკეტი ხშირად სტიკერები არიან. ისინი არამარტო ეფექტურია, არამედ საშულებას გვაძლევს, კომპანია განასხვაოს სხვებისგან, წარმოაჩინოს საკუთარი იდეოლოგია. ჩვენს მიერ მოფიქრებული ლოგო განსაზღვრავს კომპანიის ინდივიდულაურობას, მის ცნობადობასა და პრესტიჟს. ამის შესანიშნავი მაგალითია - Bear Beard Bear.
საქორწინო მოსაწვევი - სტიკერი
ქორწილი ყველა ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღეა. სადაც ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია. ორიგინალურები იქნებით, თუ სტუმრებს დღესასწაულის შესახებ სტიკერების მეშვეობით შეატყობინებთ, ან მოსაწვევთან ერთად გაუგზავნით. სტიკერის შექმნა თქვენი დიზაინით შეგიძლიათ. ასევე, კარგი იქნება, თუ საქორწინო ფოტოს სტიკერად აქცევთ, რომლის ქვედა ნაწილში თქვენი სახელები იქნება მიწერილი.
აღარასდროს დაგავიწყდებათ WiFi – ის პაროლი.
რამდენჯერ წასულხართ ადგილობრივ ყავის მაღაზიაში და ინტერნეტთან დასაკავშირებლად არ გცოდნიათ WiFi – ის პაროლი. ეს სულ ასე ხდება, და ბოლოს გვიწევს ვიკითხოთ ოფიციანტთან, ან კონსულტანტთან. ასეთმა ყავის მაღაზიებმა და კაფეებმა მოიფიქრეს იდეა, შეექმნათ სტიკერი პაროლები, რაც თავისთავად მათი ბრენდის გავრცელებას და პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს. ეს მიგნება ძალიან კარგად მუშაობს ბევრ ქვეყანაში.
ბრენდული სტიკერები კოლეჯებისთვის
ჩვენს ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე გვიწევს კოლეჯში სიარული, სადაც ვიღებთ მრავალმხრივ გამოცდილებას, ვსწავლობთ, ვერთობით, ვქმნით სათამაშო გუნდებს, ეს პერიოდი დაუვიწყარია. გარდა ამისა, ვქმნით ჩვენი გუნდის ბრენდირებულ მაისურებს, სასურველი ლოგოთი. ისინი მთელი ცხოვრება შეგვიძლია დავიტოვოთ და გავიხსენოთ ბავშვობის მოგონებები.
გვახსოვდეს, სარეკლამო სტიკერის დამზადება ღია კონტრასტული ფერების გამოყენებით უკეთესია. ისინი მაშინვე მიიქცევენ ადრესატის ყურადღებას.
