ხის ყუთის გამოყენების 10 გზა

ხის აქსესუარები ბოლო დროს საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. განსაკუთრებით აქტიურად გვხვდება ხის ყუთები როგორც სასაჩუქრე ან შესაფუთ მასალებად, ასევე სახლის დეკორაციადაც კი. როგორც აღმოვაჩინეთ, ყუთებს სხვა ბევრი საინტერესო და ჩვენთვის უცნობი დატვირთვა ჰქონია. წარმოგიდგენთ ჩვენი დაკვირვებით აღმოჩენილ 10 კრეატიულ იდეას, რომლებიც დაგეხმარებათ ხის ყუთების მრავალფეროვნად და საინტერესოდ გამოყენებაში.

 

1

ღვინის შენახვა ან ჩუქება ძალიან კრეატიული და კომფორტულია ხის ყუთით. სურვილისამებრ უნდა შევარჩიოთ ერთ ბოთლიანი გვინდა, თუ ორ ბოთლიანი. თუ ყუთზე წარწერას გააკეთებთ ან ფოტოს დავბეჭდავთ, ნებისმიერ ადამიანს ვაგრძნობინებთ, რომ საჩუქარზე საგულდაგულოდ ვიზრუნეთ.

 

                                              

 

2

ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ფოტოების ბეჭდვა და ალბომში განთავსება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დღეს ეს პროდუქტი აქტუალურობას იბრუნებს. მნიშვნელოვანი დღეების სამუდამოდ შენახვა მსგავსი, ან თქვენთვის სასურველი დიზაინის ყუთში ნამდვილად ამაღელვებელი იქნება, განსაკუთრებით თუ ყუთზე დაიტანთ წარწერას ან სულაც ფოტოს.

 

                        

 

3    

ეს ყუთი შექმნილია მცირე ზომის სამკაულების, ან პირადი ნივთების შესანახად. თქვენ შეგიძლიათ, სრულიად დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, რადგან ისინი დაცულები იქნებიან დაზიანებისგან.

 

                        

 

4

ეს მისაღები ოთახი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შევინარჩუნოთ თანამედროვე და ამავე დროს ბოჰემური სტილი. ის მინიმალურ ადგილს იკავებს, თაროების შევსება კი შეგვიძლია მცირე ზომის ქოთნის მცენარეებით ან სუვენირებით.

 

 

 

5

თქვენს პატარას გრძელი გზის გავლა აღარ მოუწევს. ყველა სათამაშოს და საჭირო ნივთის მოთავსება ბავშვის ოთახის ერთ კონკრეტულ სივრცეშია შესაძლებელი. ყუთების გასაფორმებლად, გავაკეთოთ წარწერა გრავირებით. იმისთვის, რომ ეს აქსესუარი არა მხოლოდ ბავშვის სურვილს, არამედ ოთახის დიზაინსაც მოვარგოთ, შეგვიძლია დავბეჭდოთ შიდა გვერდზე ფოტო.

 

 

6

თუკი თქვენ გიყვართ მცენარეები და გსურთ, განსხვავებულ ქოთანში დაუდოთ ბინა, მაშინ ეს იდეა თქვენთვისაა. დამეთანხმეთ,  ნამდვილად  ორიგინალური საყვავილეა, რომელიც ძალიან დიდხანს იქნება თქვენი ყვავილების საიმედო თავშესაფარი.

 

                         

 

 

7

ეს ყუთი ორგანაიზერის ერთ-ერთი ვერსიაა, ის უმარტივესი საშუალებაა სამზარეულოს ნივთების შესანახად. მათი კარადებში ძებნა და დროის დაკარგვა აღარ მოგვიწევს.

 

 

8

ამ ყუთში თქვენი წიგნები და ჟურნალ-გაზეთები დაზიანებისგან დაცული იქნება. თუკი მას თქვენს საძინებელ ოთახში მიუჩენთ ადგილს მაშინ პირადი დღიურის მოთავსებასაც გაბედულად შეძლებთ. ჩვენს ყუთს კიდევ ერთი ინტელექტუალური დატვირთვა აქვს - მოაგროვეთ წიგნები, რომელთა წაკითხვასაც მომდევნო თვის განმავლობაში გეგმავთ და ჩააწყვეთ ყუთში. როცა ყუთი დაცარიელდება შეავსეთ ახალი წიგნებით.

 

                         

 

9

მ ყუთში სხვადასხვა ნივთების შენახვაა შესაძლებელი. მაგალითად: სამახსოვრო საჩუქრების, საიუველირო ნივთების - სამკაულების, ძვირფასეულობის, ფუნჯების და მაკიაჟის აქსესუარების. განსაკუთრებული საჩუქარია, როგორც , ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

 

 

10

 მხიარულ და სასიამოვნო დღესასწაულს აუცილებლად თან სდევს ერთი არც თუ სასიამოვნო  საკითხი: როგორ შევინახოთ ნაძვის ხის სათამაშოები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ადვილად მტვრევადია. ამიტომაც, საფრთხისგან დასაცავად სწორად მოვიქცევით, თუკი მთელი წლის განმავლობაშის სათამაშოებს ხის ლამაზად გაფორმებულ ყუთში შევინახავთ.

 

```